გიორგი ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მან საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ცერცვაძის გათავისუფლებას წინ უძღვოდა პროკურატურის გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გია ცერცვაძის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ პირველი ინსტანციიდან არ მიუღია დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მისი გათავისუფლება უნდა მომხდარიყო, შესაბამისად პროცესი 3 თებერვლისთვის გადადო, თუმცა მოგვიანებით ბიუროკრატიული დეტალები მოგვარდა და ცერცვაძე გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები