ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია იწყება.

ბოლნისში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა
როგორც კვირას რაიონის გამგეობიდან აცნობეს, კამპანია ,,დავასუფთაოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი“ დღეს სოფელ ცურტავსა და დაბა თამარისის ტერიტორიიდან დაიწყო. მიუხედავად არაერთი ორგანიზაციის აქტივობისა დასუფთავების კუთხით, აქ სიტუაცია მაინც განსაკუთრებით მძიმეა, რამდენიმე ადგილზე სტიქიური ნაგავსაყრელია შექმნილი, ტერიტორია დღეს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ გაწმინდა, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან,   ნუგზარ სალიასთან ერთად მიიღო. საჯარო მოხელეებმა ტერიტორია ეკალ-ბარდებისგან, პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს. შეგროვილი ნარჩენების გატანა კომუნალური მეურნეობის სამსახურმა უზრუნველყო.
დასუფთავების აქცია, პარალელურად, დღეს ცურტავის დიდმოწამე ქეთევან წამებულის სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზეც ჩატარდა.
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მასშტაბური დასუფთავების აქციები დავიწყეთ. ჩვენი ძირითადი მესიჯი არის ,,დავასუფთავოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი“. დღეს დავასუფთავეთ სოფელ ცურტავისა და დაბა თამარისის ტერიტორიებზე ლოკალური ნაგავსაყრელები, რომლებსაც ჩვენი ძალებით ვასუფთავებთ. თუმცა მუნიციპალიტეტში არის უფრო დიდი მასშტაბების სტიქიური ნაგავსაყრელები და პარალელურ რეჟიმში, ამ ნაგავსაყრელებსაც დავასუფთავებთ. მოვუწოდებთ მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს ამ კამპანიაში, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში   გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, ბოლნისი იყოს სუფთა მუნიციპალიტეტი“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები