სოფო ხორგუანი: თუ ეს ადამიანი 7 ნოემბრის დარბევის მონაწილეა, გამოძიება უნდა დაიწყოს

სოფიო ხორგუანი სოციალური ქსელებით გავრცელებულ 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის ფოტოკადრს და ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ჩანს ვანო მერაბიშვილის უკან მდგომი შალვა ლომსაძე, რომელიც ამჟამად თბილისი საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებს. როგორც ხორგუანი აცხადებს, ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
„რატომ გვინდა დასავლური სამყარო – თუ ხარ წესიერი, თავდადებული, პროფესიონალი, თავდაუზოგავად შრომობ, გაქვს შანსი, გახდე წარმატებული. აქ კი გამოვიდა, რომ ვინც ყველას და ყველაფერს მოერგო, ის არის წარმატებული. თუ არსებობს ინფორმაცია, რომ ეს ბატონი მონაწილეობდა დარბევაში, მაშინ, როცა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში დანაშაულის შესახებ, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაიწყონ გამოძიება. რა პოზიციაც არ უნდა ეკავოს ადამიანს, თუ გამოძიება დაადგენს, რომ ის დარბევის, ძალადობის ან სხვა მსგავსი ქმედების მონაწილეა, ეს ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები