ანა დოლიძე: ჩართული ვიყავით იმაში, რომ დაცული ყოფილიყო ბატონი ცერცვაძის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები

“ჩვენ ინფორმირებულები ვართ ამ საქმის განვითარების ეტაპებზე და ჩართულიც ვიყავით იმაში, რომ დაცული ყოფილიყო ბატონი ცერცვაძის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები”, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, როგორც კი ჩაითვლება საჭიროდ უმაღლესმა მთავარსარდალმა გააკეთოს განცხადება და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, ეს პოზიცია დროულად იქნება გამოხატული.
“ამ ეტაპზე, ჩვენ ვართ მუდმივ კავშირში შესაბამის უწყებებთან, რომელთაც ევალებათ, განახორციელონ ყოველდღიური მოქმედებები მისი უფლებების დასაცავად. შეიძლება, ის ყოველდღიური მუშაობა, რასაც გასწევს უშიშროების საბჭო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ან ნებისმიერი სახელმწიფო უწყება, არ იყოს ის, რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ღია ეთერში. ეს მუშაობა პირველი დღიდან მიმდინარეობდა. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, საქმის კურსშია ამ თემასთან დაკავშირებით პირველივე დღიდან. როგორც კი ჩაითვლება საჭიროდ, რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განცხადება და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, გარწმუნებთ, ეს პოზიცია დროულად იქნება გამოხატული”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები