გიორგი ცერცვაძე კიევის სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

უკრაინაში დაკავებული ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა,რასაც სასამართლო დარბაზში პროტესტი მოყვა.
სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა.
მომდევნო სხდომა 3 თებერვალსაა ჩანიშნული.
გიორგი ცერცვაძე უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს.
ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. რუსეთის მიერ, უკრაინაში გადაგზავნილი საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობაში ედება ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები