სოფიო ხორგუანი: ხელისუფლება დევნილების მიმართ სწორ და გააზრებულ პოლიტიკას აწარმოებს

სამართალმცოდნე სოფიო ხორგუანი მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება დევნილების მიმართ სწორ და გააზრებულ პოლიტიკას აწარმოებს.
სოფიო ხორგუანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ის ინფორმაცია შეაფასა, რომლის თანახმადაც, მაღალი შემოსავლის მქონე დევნილებს, შესაძლოა, ფინანსური შემწეობა შეუწყდეთ.
„კარგია, რომ დევნილების სტატუსი მიბმული არ არის ყოველთვიურ დახმარებაზე. დევნილთა მიმართ დღეს მიდის გააზრებული პოლიტიკა. დევნილებისთვის მიმდინარეობს სახლების მშენებლობა და მათთვის ამ სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემა. ის, რომ მე, როგორც დევნილი, არ ვიღებდი შემწეობას რადგან მიმაჩნდა, რომ იმდენი შემოსავალი მაქვს, რომ არ მჭირდება დევნილის შემწეობა, ეს არის ჩემი სოციალური პასუხისმგებლობა დანარჩენი დევნილების მიმართ, რომელთაც ჩემზე მეტად სჭირდებათ ეს თანხა“, -განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
მან ყოფილი ხელისუფლების მიმართ აღნიშნული მიმართულებით მაშინ შექმნილი ვითარება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია.
„ეს ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ დევნილებისთვის შექმნას მაქსიმალურად ღირსეული პირობები. ღირსეული პირობა, პირველ რიგში, ნიშნავს, გქონდეს საცხოვრებელი სახლი და საცხოვრებელი სახლი არ იყოს რაღაც ტიპის გეტოში, არამედ ის სახლები, რომლებსაც აშენებენ, არის ძალიან კომფორტული და ის გადაეცემათ დევნილებს კერძო საკუთრებაში. ისე სწორად, სამართლიანად, პასუხისმგებლობით, როგორც დღეს ექცევა ხელისუფლება დევნილებს, არცერთი ხელისუფლება არ მოქცევია მათ“, -აღნიშნა სოფიო ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები