“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” უფროსკლასელებთან შეხვედრები გრძელდება

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეები სსე-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ და ცენტრალური სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. მოსწავლეები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ენერგეტიკული მდგრადობა განაპირობებს, ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება სსე-თვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
უფროსკლასელებთან შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები