N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელსა და მის თანაშემწეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის მიერ აღსაზრდელზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მართვის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, საკითხის შესწავლამდე, სააგენტოს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ აღმზრდელ თამარ მახარაშვილს, რომელსაც მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს, ასევე აღმზრდელის თანაშემწეს, მანანა ბოსტოღანაშვილს.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის მიერ აღსაზრდელზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო. მომხდარის დეტალებს სააგენტოს მონიტორინგის სამსახური დილიდან ადგილზე არკვევს.საკითხის შესწავლამდე, სააგენტოს ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ აღმზრდელ თამარ მახარაშვილს, რომელსაც მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს, ასევე აღმზრდელის თანაშემწეს, მანანა ბოსტოღანაშვილს.თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ძალადობის ამ და სხვა ნებისმიერი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გაატარებს უმკაცრეს დისციპლინურ ღონისძიებებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.
მუხიანის 153-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელის ერთ-ერთი მშობელი პედაგოგს შვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მშობლის მტკიცებით, ბავშვს სახეზე დაზიანებები და სილურჯეები შენიშნა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა. თავად პედაგოგი ბავშვის ცემის ფაქტს არ ადასტურებს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები