კოლეჯმა „სპექტრმა“ და კომპანია „პოლიპრომმა“ მემორანდუმი გააფორმეს

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „პოლიპრომს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ცამეტ პროფესიულ პროგრამას მოიცავს და სამომავლოდ დუალურ განათლებაში ჩართვას ითვალისწინებს.
კომპანიის წარმომადგენლებმა კოლეჯში წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც სტუდენტებსა და პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამშენებლო მასალებს და თანამედროვე მიდგომებს. ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები, მოხდება დუალური სისტემის საპილოტე პროექტის განხორციელება და განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები. მემორანდუმის მიზანია პროფესიული სტუდენტების სამომავლო დასაქმება, პროფესიული მომზადების ხელშეწყობა და კვალიფიციური კადრების აღზრდა, მხარეთა თანამშრომლობის გზით პროფესიულ სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება, პიროვნული პოტენციალის რეალიზების უზრუნველყოფა. პროფესიული განათლების განვითარების კუთხით განხორციელებული სხვადასხვა ისეთი ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი და კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრის მომზადებას, მათ შორის, პროფესიული სტანდარტების შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოდიფიცირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები