ვეტერანების საქმეთა სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმები განისაზღვრა

გენერალური შტაბისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას შორის მეორე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ვეტერანებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მათი გამოცდილების გაზიარებაზე იყო საუბარი.
უწყების ინფორმაციით, უკვე შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვეტერანების სტატუსს განსაზღვრავს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და სამომავლოდ კოორდინირებული მუშაობის საკითხები განსაზღვრეს.
„ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმით, რომ ძველსა და ახალ თაობას შორის ხიდი აღდგება. ვმუშაობთ იმ გეგმით, რომელიც თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა დაგვისახა“, – განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ.
თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები