მომღერალ თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება

27 იანვარს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში  მომღერალ თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოზე წარდგენილი იქნება თეონას მეუღლის – გელა დაიაურის ლექსების კრებული „ჩემო ბულბულო“, რომელიც პოეტმა მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაწერა და ოჯახს მიუძღვნა…
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 22 ივლისს, ხევსურეთში, მუცოს ხეობაში, დღეობის შემდეგ გზაზე მომავალი მანქანა ადიდებულ მდინარეში გადავარდა. მანქანაში 10 ადამიანი იჯდა – მათ შორის, თეონა ქუმსიაშვილი და მისი მეუღლე, პოეტი და მომღერალი გელა დაიაური 2 შვილთან ერთად. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი. გელა დაიაურის მეუღლე – თეონა ქუმსიაშვილი და ორი ბავშვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები