ვეტერანების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმები განისაზღვრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ვეტერანებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება ის ძირითადი თემებია, რომელიც გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. დღეს გენერალური შტაბისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას შორის მეორე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. უკვე შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვეტერანობის სტატუსს განსაზღვრავს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და სამომავლოდ კოორდინირებული მუშაობის საკითხები განსაზღვრეს.
„ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმით, რომ ძველსა და ახალ თაობას შორის ხიდი აღდგება. ვმუშაობთ იმ გეგმით, რომელიც თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა დაგვისახა“, – განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ.
თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები – შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
16195373_1458090350890369_1047569309439235469_n
16298897_1458090427557028_8924356473478523667_n16196086_1458090344223703_3502851769148590597_n
16195001_1458090340890370_1752753458699516103_n16194979_1458090347557036_5041751701218259730_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები