“ჩვენ უნდა მივიღოთ ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მქონე კონსტიტუცია”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრეს კანონში ცვლილებებზე საზოგადოების ფართო შემადგენლობა მუშაობს.
„საქართველოში პირველი შემთხვევაა, რომ ასეთი ფართო ჩართულობით ხდება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა. მასში ჩართული არიან კონსტიტუციონალისტები, ექსპერტები არასამთავრობო სექტორიდან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები. მოგეხსენებათ, რომ ვენეციის კომისიის მხრიდანაც მივიღე პოზიტიური შეფასება ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით და თვითონ პროცესთან დაკავშირებით. განსხვავებით წარსულის პრაქტიკისგან, როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ხშირად ვიგებდით მასმედიის საშუალებით და ეს ატარებდა აბსოლუტურად პოლიტიკურ ხასიათს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც იქნება მიღებული ფართო ჩართულობით იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს,“ – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები