მონტენეგროში სავარაუდო გადატრიალების მცდელობაში ბრალი რუსებს ედებათ

ენდრიუ ჰიგგინსნოვის სტატია 

პოდგორიკა. მონტენეგრო – ევროპაში აშშ-ის მეგობრების დესტაბილიზაციის დაუღალავ მცდელობაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი, თუმცა დაუმტკიცებელი ბრალდებების მიუხედავად, მონტენეგროში დაკავებული პრორუსი დაქირავებული „ბოევიკი“ ნელ-ნელა იწყებს ლაპარაკს, რითიც ადასტურებს პატარა სახელმწიფოს განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციამ მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალება დაგეგმა.

ანტიდასავლურად განწყობილი აქტივისტი, ვეტერანი სერბეთიდან ალექსანდრე სინდჟელიკი გახდა გამოძიების მთავარი ინფორმატორი და ეჭვმიტანილი, რუსეთის ორი მოქალაქის მიერ მონტენეგროში პრემიერ-მინისტრის მკვლელობით დაგეგმილი სავარაუდო გადატრიალების მცდელობის საქმეში, რაც მიზნად ისახავდა ძალაუფლებაში ნატოსადმი მტრულად განწყობილი მთავრობის მოყვანას.

ა. სინდჟელიკის ისტორია მოიცავს  სექტემბრის თვეში მოსკოვში მის ვიზიტს, სადაც დაიგეგმა ოპერაციის დეტალები და გადაეცა დაშიფრული ტელეფონი მისი მოსმენის  თავიდან აცილების მიზნით. ა. სინდჟელიკს არ დაუსახელებია რუსეთის მთავრობის რომელიმე ოფიციალური წარმომადგენელი, თუმცა მან გააჩინა კითხვები სახელმწიფო სააგენტოებსა და ბალკანეთსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი  რუსი ნაციონალისტების ქსელს  შორის არსებული კავშირის თაობაზე.

მონტენეგროს ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ედუარდ ვ. შირიკოვისა და ვლადიმერ ნ. პოპოვის სახელზე გაცემული პასპორტებით, გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორები იყვნენ. ორივე მამაკაცი, რომელიც მეთვალყურეობას უწევდა  ოპერაციის მომზადებას სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიდან, ამჟამად მოსკოვში იმყოფება და  უცნობია გადაადგილდებოდნენ თუ არა ისინი ნამდვილი ან ყალბი პასპორტებით და ზუსტად ვისთვის მუშაობდნენ.

მონტენეგროს მედიის ინფორმაციით, ისინი არიან რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (ГРУ) აგენტები. გამოძიების განცხადებით, აღნიშნული პირები იყვნენ რუსეთის დაზვერვის ოფიცრები, თუმცა მათი ზუსტი კუთვნილება უცნობია.

პროკურატურის განცხადებით, რუსი წყვილი ხელმძღვანელობდა ოპერაციას მონტენეგროში, სერბეთში და რუსეთში „კრიმინალური და ტერორისტული აქტების ორგანიზებისა და მონტენეგროს მაღალი თანამდებობის წარმომადგენლების  მკვლელობის მიზნით“. მონტენეგროს მთავრობა მოერიდა რუსეთის ფედერაციის საჯაროდ დადანაშაულებას ვ. პოპოვისა და ე. შირიკოვის ქმედებებისთვის.

მონტენეგროს იუსტიციის მინისტრის ზორან პაზინის განცხადებით – „აშკარაა, რომ მათ უკან დგანან გაცილებით გავლენიანი პირები“, „არიან თუ არა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, ან რუსი  ნაციონალისტების დაჯგუფება, ჯერ არ ვიცით”.

1990-იან წლებში,  იუგოსლავიიდან გამოსვლის შემდგომ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა სერბეთი და მონტენეგრო, ბალკანეთი შავ-ბნელი და ხშირად მომაკვდილებელი ინტრიგების რეგიონად იქცა.
მოსკოვისთვის არასახარბიელოდ, მასთან  ახლოს მდებარე სერბეთი და მონტენეგრო უფრო და უფრო იხრებოდნენ დასავლეთისკენ და ცდილობდნენ ევროკავშირში გაწევრიანებას. მონტენეგროს შემთხვევაში – ნატოშიც კი.

მონტენეგრო – რამდენიმე ათასი ჯარისკაცით, ცოტაოდენი ტანკითა და მხოლოდ 600000-იანი მოსახლეობით, რომლის ნატოში გაწევრიანების ინიციატივა მიღებული იქნა მაისში და ამჟამად მოელის რატიფიკაციას – ნამდვილად არ არის სერიოზული სამხედრო ძალა, მაგრამ იგი აკონტროლებს სანაპიროს იმ ერთადერთ ხაზს, სადაც სამხედრო გემებს შეუძლიათ  დადგნენ გიბრალტარსა და აღმოსავლეთ თურქეთს შორის, რომელიც  არ არის ალიანსის ხელში.

„დიდი ბრძოლა მიმდინარეობს: განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა რანკო კრივოკაპიჩმა, რომელიც წლების განმავლობაში უწევდა ლობირებას მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებას. „ჩვენ ვართ ხმელთაშუა ზღვის  ის უკანასკნელი ნაწილი, რომელიც არ არის ნატოში, უკანასკნელი დეტალი დიდ გამოცანაში“.

რუსეთის ფედერაცია დაუღალავად შრომობდა, რათა მონტენეგრო არ დაეშვა ალიანსის რიგებში და ქვეყანაში მხარს უჭერდა იმ პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებსა და მართლმადიდებელ მღვდლებს, რომლებიც ნატოს სლავური ინტერესებისა და რწმენის საფრთხედ აღიქვამდნენ.

„ნატო არის ოკუპანტი ძალა და მე აბსოლუტურად მისი წინააღმდეგი ვარ,“ – განაცხადა მართლმადიდებელმა მღვდელმა მომცილო კრივოკაპიჩმა, რომელიც ამავდროულად ნატოს მომხრე პოლიტიკოსის შორეული ნათესავია.

მ. კრივოკაპიჩის  ეკლესია ქ. კოტორის მახლობლად მდებარეობს, რომელიც არის ძველი ციხე-ქალაქი ღრმაწყლოვანი ყურით, იგი მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო დიდი ხანია დასავლეთისა და რუსეთის ინტერესებში შედის.

ოქტომბრის თვის დასაწყისში, მამა კრივოკაპიჩი ქ. კოტორში თავმჯდომარეობდა ბალკანეთის კაზაკთა არმიის (ნატოსადმი მტრულად განწყობილი რუსეთის მიერ კონტროლირებადი პანსლავური ნაციონალისტების დაჯგუფება) შექმნის ცერემონიას. მღვდლის განმარტებით, ხსენებული ცერემონია იყო მხოლოდ და მხოლოდ ფოლკლორული ღონისძიება, რომელშიც  მონაწილეობას იღებდნენ მამაკაცები ბეწვის ქუდებში და იმპერიალისტური ეპოქის ფორმებში.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რუსული მოტოციკლისტების ჯგუფი „ღამის მგლები“ (ხსენებული ჯგუფის მეთაური არის ვ. პუტინის ახლო მეგობარი) და მოხალისეები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხარეს.

ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდამ  წარმატებით შეამცირა ხალხის ისედაც სუსტი მხარდაჭერა ალიანსის მიმართ, რასაც  პროდასავლური პირებიც კი, რუსეთის პროვოკაციას და მილო ჯუკანოვიჩის ხრიკად  აფასებენ, რომელსაც თავისი ძალაუფლების გამყარება აშშ-ს დახმარებით სურს.

როდესაც ოქტომბრის თვეში მ. ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა რუსეთის სამიზნეს წარმოადგენდა, ორივემ – პროდასავლურმა და ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებმა და აგრეთვე რამდენიმე მედიასააგენტომ, მისი განაცხადი გამოგონილად შერაცხეს.

მ. ჯუკანოვიჩისა და მის გუნდს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება მათი განცხადებების გასამყარებლად. მათი განცხადებით, დაკავებულ იქნა მხოლოდ  20 სერბი, რომელთა შორის ზოგი აღმოჩნდა ღრმად მოხუცებული და ჯანმრთელობის  ცუდი მდგომარეობით, დააკავეს გადატრიალების დაწყებამდე რამდენიმე საათით  ადრე. მიუხედავად ამისა, მ. ჯუკანოვიჩი ამტკიცებდა, რომ „ეს ნათელზე მეტია“, რომ დაუსახელებელი „რუსული სტრუქტურები“ მუშაობდნენ პრორუსულ  პოლიტიკოსებთან, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაში ხელის შეშლის მიზნით.

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ვუჩიჩმა, გასულ თვეს დაადასტურა სერბების და ინფორმატორის დაკავების ფაქტი.

მას შემდეგ ა. სინდჟელიკი ალაპარაკდა. იგი სამი თვის განმავლობაში იყო დაკავებული სპუზის გამოსასწორებელ დაწესებულებაში პოდგორიკის ჩრდილოეთით, გასულ თვეს კი გაათავისუფლეს „დაცული მოწმის“ სტატუსით. მან გამომძიებლებს აცნობა მოსკოვში თავისი ვიზიტის შესახებ, დაშიფრული ტელეფონის მიღებისა და 200 ათას აშშ დოლარზე მეტი ანაზღაურების შესახებ, რომელიც მისი განცხადებით, გადაუხადეს გადატრიალებაში მონაწილე პირების რეკრუტირების მიზნით.

დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.
ყველაზე მეტად აუცილებელი ვიდრე ოდესმე.

ხსენებულ სავარაუდო გადატრიალების დაგეგმვაში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი – სერბეთის ჟანდარმერიის ყოფილი მეთაური ბრატისლავ დიკიჩი. ამა წლის 16 ოქტომბერს დაკავებისას იგი ყველა ბრალდებას უარყოფდა.

ორივეს – ა.სინდჟელიკს (ყოფილი პატიმარი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იბრძოდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების მხარეს აღმოსავლეთ უკრაინაში) და ბ. დიკიჩს გააჩნიათ კავშირები „სლავური სოლიდარობის“ სერბ ნაციონალისტურ დაჯგუფებასა და სამხედრო მხარდამჭერებთან („სლავურ სოლიდარობას“ იზიარებს მრავალი რუსი ნაციონალისტი და გააჩნია საეჭვო კავშირი რუსულ და სერბულ სპეცსამსახურებთან).

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც თავის დროზე მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაუთვალისწინებელი შედეგების შესახებ გააკეთა გაფრთხილება, ამჯერად უარყო ყოველგვარი რუსული როლი მომხდარი გადატრიალების მცდელობაში. მ. ჯუკანოვიჩის ანტირუსული ისტერიის წარმოქმნაში ბრალდებით, მოსკოვმა, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გატარებისკენ მოუწოდა, რომლის შედეგები, მისი აზრით, ალიანსისათვის უარის თქმას დაადასტურებს.

მონტენეგროელმა პროკურორმა მილივოიე კატნიჩმა, რომელიც გადატრიალების საქმეს იძიებს, ნოემბრის თვის დასაწყისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერჯერობით არ გააჩნდა იმის მყარი მტკიცებულება, რომ საქმეში გარეული იყო რუსეთი. მან დაადანაშაულა რუსი ნაციონალისტები, რომლებსაც სურდათ მონტენეგროს ევროატლანტიკური გეზის შეცვლა, განსაკუთრებით კი მისი ნატოში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა.

რუსულმა ნაციონალისტურმა ჯგუფებმა მოსკოვში განაცხადეს, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ ვინ იყო ვ. პოპოვი და ე. შირიკოვი.

ოფიციალური ვერსია ამა წლის ოქტომბრის თვეში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ბადებს, მათ შორის იმ იარაღის დამალვა, რომელიც ოფიციალური მონტენეგროს განცხადებით, არჩევნების დღეს, პარლამენტზე თავდასხმის მიზნით უნდა გამოეყენებინათ პოლიციელებად გადაცმულ მეამბოხეებს.

პირველი ეჭვმიტანილის ა. სინდჟელიკის გათავისუფლებამ ასევე გამოიწვია საზოგადოების დაეჭვება. მთავარმა პრორუსულმა ოპოზიციურმა პარტიამ „დემოკრატიულმა ფრონტმა“ ხსენებული ფაქტი შერაცხა იმის დასტურად, რომ „ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა და აშკარად გამოჩნდა იაფფასიანი, დადგმული, ვითომ გადატრიალების მცდელობა“.

სავარაუდოდ, ადამიანები, რომლებმაც სრულად იციან, თუ რა მოხდა და რა იგეგმებოდა, არიან: რუსეთის ორი მოქალაქე – ვ.პოპოვი და ე.შირიკოვი, რომლებიც უკვალოდ გაქრნენ. უკანასკნელი მონაცემებით, ისინი იმყოფებოდნენ ბელგრადში, საიდანაც შეძლეს მოსკოვში დაბრუნება მას შემდეგ, რაც გასულ თვეს სერბეთის დედაქალაქს სპეციალური ვიზიტით ეწვია ნიკოლაი პატრუშევი (ვლადიმერ პუტინის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის ფედერაციის ფედერალური სამსახურის ყოფილი უფროსი).

ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, პატრუშევის ვიზიტი მონტენეგროში მომხდარ ფაქტამდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა მისი ვიზიტი სინამდვილეში ცოტა ხნით ადრე დაანონსდა. ამან რუსულ და სერბულ მედიასააგენტოებს საბაბი მისცა ევარაუდათ, რომ იგი ბელგრადში ჩავიდა მონტენეგროს გეგმების გახმაურების თავიდან აცილების მიზნით.

სერბეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ვუჩიჩი, რომელიც მის ქვეყანაში პრორუსული განწყობების თავის პროდასავლურ კურსთან დაბალანსებას ცდილობდა, აღშფოთებას ვერ მალავდა, როდესაც გაიგო, რომ მონტენეგროში გადატრიალების მოწყობის მიზნით რუსეთის მოქალაქეები სერბ ნაციონალისტებთან ერთად მუშაობდნენ ქალაქ ბელგრადში.

მან მალევე დაიწყო სერბეთის სადაზვერვო სამსახურის რეორგანიზაცია, რომლის წევრების უმრავლესობა ტრადიციულად ემხრობოდა რუსეთს და დასავლეთს მტრად მოიაზრებდა (ხსენებული უფრო და უფრო ინტენსიურად ხდებოდა 1999 წლის ნატოს მიერ წარმოებული დაბომბვის კამპანიის შემდგომ).

რეორგანიზება მიმდინარეობდა აგრეთვე მოსკოვში, სადაც ვლადიმერ პუტინმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვა საბჭოთა კავშირის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლეონიდ რეშეტკოვი. აღნიშნული ინსტიტუტი იყო რუსეთის მოწინავე ბერკეტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონტენეგროს ნატოში ინტეგრაციის შეფერხება, მას აქტიური კავშირი გააჩნია პრორუსულ ჯგუფებთან ბალკანეთში.

მონტენეგროს გადატრიალების დაგმობის შემდგომ, სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ არსებობდა უტყუარი ფაქტი, რომ გარკვეული პირები ახორციელებდნენ მ. ჯუკანოვიჩის თვალთვალს თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით და ინფორმაციას აწვდიდნენ შეთქმულების მონაწილეებს, რომლებსაც უნდა ემოქმედათ მათი ინსტრუქციების შესაბამისად.

მისი განცხადებით, სერბეთში ბევრი ადამიანი დააკავეს, რომლებიც უცხოელებთან თანამშრომლობდნენ. დაკავებულთა შორის იყო ა.სინდჟელიკიც, რომელიც მალევე გადაიყვანეს მონტენეგროში, სპუზის დაკავების ცენტრში.

სერბეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა, რომ მათ იპოვეს იარაღის საცავი ყუთი, ვუჩიკის ოჯახის სახლთან ბელგრადში. სერბული მედიის ცნობით, ხსენებული ყუთი მოთავსებული იყო სერბეთის ლიდერის მკვლელობის ორგანიზების მიზნით.

სინდჟელიკმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ იგი არ ფლობდა ზუსტ ინფორმაციას პოპოვისა და შირიკოვის ზუსტი სამსახურის შესახებ. მისი განმარტებით, მონტენეგროში გადატრიალების დაგეგმვის მიზნით, სექტემბერში, მოსკოვში ყოფნის პერიოდში, იგი მიიწვიეს ძვირადღირებულ აპარტამენტში, სადაც გააფრთხილეს, რომ საქმე ჰქონდა ძალიან საშიშ ხალხთან და ძალიან ფრთხილად უნდა ემოქმედა.

ყველაფერთან ერთად, ძალიან ბევრი რუსია, რომელსაც წილი მიუძღვის მონტენეგროს მომავალში, მათ შორის, 10 ათასობით დამსვენებელი, რომელიც ყოველწლიურად ჩამოდის ქვეყანაში, ანტირუსულად განწყობილი პირები, რომლებმაც თავი შეაფარეს დასავლეთს, საეჭვო ინვესტორები, რომლებიც ცდილობენ ფულის დაბანდებას, თუმცა ამათთან ერთად არიან დაზვერვის ოპერატიული თანამშრომლები და ნაციონალისტები, რომლებსაც არ სურთ მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება.

ოლეგ მამაცევი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები