ერაყში „ისლამურმა სახელმწიფომ“ 150 ბავშვი გაიტაცა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ, “ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში 150 ბავშვი გაიტაცა. ინფორმაცია ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების, „კანონის სახელმწიფოს“ წევრმა, ნალა ალ-ჰაბიბმა გაავრცელა. მისი თქმით, ბავშვები ქალაქ მოსულიდან და ტალ-აფარიდან, იეზიდების ოჯახებიდან გაიტაცეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტებმა ბავშვებს თვითმკვლელთა თავდასხმებისთვის უნდა გამოიყენონ და ამისთვის ისინი „ხალიფატის ლომების“ დაჯგუფებაში გააწევრიანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები