„თალიბანი“ ავღანელ პოლიციელებს თავს დაესხა – დაღუპულია 43 ადამიანი

ავღანეთის რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ წევრები მაივანდის დასახლებაში პოლიციის განყოფილებას  დაესხნენ თავს. ორმხრივი სროლის დროს 43 ადამიანი, მათ შორის 16 პოლიციელი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
როგორც ყანდაარის პროვინციის პოლიციის უფროსმა, ზია დურანიმ განაცხადა, შეტევაში, თალიბების გარდა, უცხოელი დაქირავებული “ბოევიკებიც“ მონაწილეობდნენ.
მისი თქმით, შეტევის მოგერიება დამხმარე ძალების ჩასვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები