დაღესტანში სპეცდანიშნულების ძალებმა ორი „ბოევიკი“ გაანადგურეს

რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკაში სპეცდანიშნულების ძალებმა ორი “ბოევიკი” გაანადგურეს. სააგენტო „დაგესტანის“ ინფორმაციით, სპეცოპერაცია ყიზლიარის რაიონში ჩატარდა.
„ბოევიკები კერძო სახლში იყვნენ გამაგრებული. ისინი ხასავიურტის ბანდიტურ დაჯგუფებაში შედიოდნენ. სპეცდანიშნულების ძალებმა ამ პირთა გამაგრებული პოზიცია გაანადგურეს“ , – განუცხადეს სააგენტოს რუსულ ძალოვან უწყებებში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, „ბოევიკებს“ სპეცდანიშნულების რაზმმა დანებება შესთავაზა, მაგრამ მათ ცეცხლი გახსნეს. ამის შემდეგ სპეცრაზმელებმა  სახლი შტურმით აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები