იტალიაში ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა – 16 ადამიანი დაიღუპა

16 ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა იტალიაში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად. ქალაქ ვერონაში მომხდარი ავარიის შემდეგ ავტობუსს ცეცხლი მოეკიდა.
სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ავტობუსს 14-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა.  ისინი საფრანგეთიდან უნგრეთში ბრუნდებოდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსი თავდაპირველად ბოძს შეეჯახა და შემდეგ მისი აალება მოხდა.
ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები