ვაშინგტონში პოლიციელებსა და დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები მოხდა. დაკავებულია 95 ადამიანი, მათ არეულობაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს.
„ასოშიეტედ პრესის” ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, მედიკოსების დახმარება სამ ადამიანს დასჭირდა. ორი დაშავებული პოლიციელია. შეტაკებების დროს აქციის მონაწილეებმა მანქანები დაწვეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.