თურქეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა 

თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მოდელზე გადავა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სხდომა თითქმის მთელი ღამე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, კანონპროექტს 339-მა დეპუტატმა  დაუჭირა მხარი, ხოლო 142 – წინააღმდეგი იყო.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდება. პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი და სამხედრო პირთა დანიშვნის უფლება ექნება. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდება, მთავრობას თავად პრეზიდენტი ჩამოაყალიბებს.  პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლებაც ექნება.
გარდა ამისა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ქვეყნის მეთაურს პარტიაში დარჩენის უფლება ეძლევა.
მომავალ კვირას კანონპროექტი დასამტკიცებლად თურქეთის პრეზიდენტს გადაეცემა. აპრილში კი ამ საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები