თურქეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ტერორისტების მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომლის ინაუგურაცია დღეს გაიმართება, წარმატებები უსურვა და ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი გამოთქვა. „ჩვენ დონალდ ტრამპის წარმატებას ვუსურვებთ. აშშ-ის და თურქეთის თანამშრომლობას დიდი ისტორია აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ვაშინგტონი შეწყვეტს სირიასა და ერაყში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საბაბით ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერას. ასევე ვაშინგტონი გადახედავს თავის პოზიციას ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებით, რომელიც 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორია“. – განაცხადა ილდირიმმა.
პრემიერმა ასევე იმედოვნებს, რომ ახალი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა თურქეთის საზოგადოების მხრიდან ამერიკელების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება შეიცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები