თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა  „ისლამური სახელმწიფოს“ 224 ობიექტზე იერიში მიიტანეს

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ჩრდილოეთ სირიაში მდებარე „ისლამური სახელმწიფოს“ 224 ობიექტზე. იერიში ოპერაციის „ევფრატეს ფარის“ ფარგლებში განხორციელდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ავიადარტყმები ელ-ბაბის, ბზაგახის, კაბასინის და სუფლანიახეს რაიონებში განხორციელდა. განადგურებულია ტერორისტების გამაგრებული ნაგებობები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები.
თურქეთმა ოპერაცია „ევფრატეს ფარი“ ჩრდილოეთ სირიაში 24 აგვისტოს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში რეგიონში „ისლამური სახელმწიფოს“ 1840 ტერორისტია განადგურებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები