პაატა იმნაძე: მინდა რეკომენდაცია გავცე, რომ არასწორად არ მივიღოთ ანტიბიოტიკი

ყველაზე რთული პერიოდი ვირუსის თვალსაზრისით იყო დეკემბრის შუა პერიოდი, როცა მომართვების რაოდენობამ 400-ს მიაღწია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა.
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის სწრაფი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
„მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ დიაბეტიანი ბავშვები, ასევე ც ჰეპატიტის მკურნალობას ვინც გადის. ამ ეტაპზე გრიპის მასიურად გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, რადგან ამ პიკმა დეკემბრის შუა პერიოდის შემდეგ ჩაიარა. ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალბატონი გარდაიცვალა, ამ ეტაპზე ეს ბაქტერიაა ყველაზე აქტუალური, ეს ბაქტერია აბსოლუტურად მდგრადია ყველა ანტიბიოტიკის მიმართ. აქვე მინდა რეკომენდაცია გავცე, რომ არასწორად არ მივიღოთ ანტიბიოტიკი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები