ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების პოპულარული სიმღერების კონცერტი გაიმართება

21 იანვარს, 19:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ – კულტურულ ცენტრში თბილისის სიმფონიური ორკესტრი პოპულარული მუსიკის პროგრამას წარმოადგენს. შესრულდება ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების პოპულარული სიმღერები.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტში მონაწილეობენ: ვახტანგ კახიძე (ვოკალი, დირიჟორი, კლავიშებიანი ინსტრუმენტები), ანსამბლი „რუსთავი“, ეკა მამალაძე, მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები