ანდრო ბუაჩიძის წიგნის – „ინტერიერის“ წარდგინება გაიმართება

20 იანვარს, 18:30 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ ანდრო ბუაჩიძის წიგნის, „ინტერიერის“ წარდგინებას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ამ წიგნში თავმოყრილი წერილები განსაზღვრულ შინაარსობრივ პრინციპზეა დაფუძნებული. კლასიკაც დღევანდელი გადმოსახედიდან არის განჭვრეტილი. ავტორმა უკვე აღიარებული ნაწარმოებების ახლებურად წაკითხვა სცადა. „ინტერიერი“ გულისხმობს კონკრეტულ დროს და იმ შიდა სივრცეს, რომელშიც ცხოვრობდა და ქმნიდა ლიტერატურულ წერილებს ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები