თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და მირცხულავას ქუჩის მცხოვრებლებს.
ამავე მიზეზით კი 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონს, კერძოდ: მესხიშვილის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, გიორგი წერეთლის და ავლაბრის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები