გიორგი კვირიკაშვილმა “Libra Group”-ის წარმომადგენელს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კომპანია “Libra Group”-ის თანამფლობელს, ნიკოლას ლოგოტეტისს შეხვდა და მას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებს. გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიოში უმსხვილესი ბიზნესჯგუფის წარმომადგენელს საქართველოს ტურისტული პოტენციალი და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
Libra Group-ს აქვს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს 35 ქვეყანაში. ბიზნესჯგუფი ძირითადად ორიენტირებულია ავიაციის, ენერგეტიკის, საფინანსო სფეროებზე, სასტუმროებსა და უძრავ ქონებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები