მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმოფოში მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორია დაარსდა

პირველად საქართველოში, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმოფოში მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორია დაარსდა.
როგორც “კვირას“ საავადმყოფოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ლაბორატორია ჩეხეთის ელჩმა ტომაშპერნიცკიმ და იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ გახსნეს.
მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია ჩეხეთის განვითარების ფონდის დონაციით, საქველმოქმედო ორგანიზაცია-“საქართველოს ამერიკელიმეგობრები ”და ს/ს თელასის მხარდაჭერით შეიქმნა,.
ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებული ბავშვებისათვის მოლეკულურ-გენეტიკური დიაგნოსტიკურ კვლვების ჩატარება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის სტანდარტებს, შესაძლებელს გახდის სამკურნალო პროტოკოლების განახლებას და პაციენტებზე ზუსტად მორგებული ქიმიოთერაპიის შერჩევას.
ლაბორატორიის იფუნქციონირებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციასა და მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში.
სამუშაო პროცესი წარიმართება მოტოლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის (პრაღა, ჩეხეთი) ზედამხედველობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები