რუსეთში საცხენოსნო კლუბი ჩამოინგრა – დაღუპულია 2 ადამიანი

რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში საცხენოსნო კლუბის შენობის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 15 წლის მოზარდი და 45 წლის მამაკაცი. კიდევ ორი ბავშვი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ბი ბი სის“ ადგილობრივ ხელისუფლებაში აცნობეს, საცხენოსნო კლუბის სახურავმა თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო. ნანგრევებში შვიდი ადამიანი მოჰყვა, თუმცა ოთხმა მათგანმა თავს დამოუკიდებლად უშველა.
კლუბი „ალიური“ ქალაქ ბერდსკში 2010 წელს გაიხსნა. იქ ცხენზე ჯირითს, ძირითადად, ბავშვებს ასწავლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები