სამების საპატრიარქო ტაძარში ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს

სამების საპატრიარქო ტაძარში ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს. ნათლობა 18:00 საათზე დაიწყო.
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს 800-მდე ბავშვი გახდება.
სამების საკათედრო ტაძარში  მონათლულ პატარებს ნათლობის ჯვარი და შესაბამისი მოწმობები გადაეცემათ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების ტაძარში 20:00 საათისთვის მიბრძანდება. ის მრევლს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა, საქართველოს პატრიარქის ინიციატივით, 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.
დღეისათვის უწმინდესს 30 238 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები