ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის სამთავრობო კვარტალი აიღეს

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის რაიონი დაიკავეს, სადაც სამთავრობო შენობებია განლაგებული. მათ გათავისუფლებული კვარტლის შენობებზე დროშები აღმართეს. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
ეს შენობები ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის დროს იყო აშენებული.
მოსულში სამხედრო ოპერაციის სარდალმა, აბდულემირ იარულაჰმა განაცხადა, რომ ერაყის სამთავრობო ძალებმა  მოსულის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტელ-კეიფში მუნიციპალიტეტის, საქალაქო საბჭოს და სასამართლო შენობები გაათავისუფლა.
მოსულს 2014 წლიდან „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა. ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის ჯარმა გასული წლის 17 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები