“English Club” – არაჩვეულებრივი საჩუქარი გორის მოსწავლეებს

ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, კულტურისა და განათლების ცენტრში ხვალ, 16:00 საათზე, მოეწყობა რესურსცენტრი და ინგლისური ენის კლუბი, სადაც 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები გაკვეთილებს სრულიად უსასყიდლოდ დაესწრებიან, ასევე, ისარგებლებენ რესურსცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინ რესურსებით, აუდიო თუ ვიდეომასალით და მიიღებენ მონაწილეობას ინგლისური ენის კონკურსში.
“ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც ისწრაფვის კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას, ინგლისური წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს უცხო ენას, რომელიც დანარჩენ მსოფლიოსთან კომუნიკაციისთვის გამოიყენება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, კულტურისა და განათლების ცენტრთან მიღწეული პარტნიორობის შეთანხმება და თანამშრომლობის მემორანდუმი მეხუთე წელია გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ შიდა ქართლის რეგიონში ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობაში.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ინგლისური ენის შესწავლის და მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა თანაბრად მიეცეს როგორც დედაქალაქში მცხოვრებ მოსწავლეებს, ისე რეგიონებში, განსაკუთრებით კი იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს.
მრავალწლიანი თანამშრომლობა ამჯერად სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, კულტურისა და განათლების ცენტრში მოეწყობა რესურსცენტრი და ინგლისური ენის კლუბი, სადაც 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები სრულიად უსასყიდლოდ დაესწრებიან გაკვეთილებს, ასევე, ისარგებლებენ რესურსცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინ რესურსებით, აუდიო თუ ვიდეომასალით და მიიღებენ მონაწილეობას ინგლისური ენის კონკურსში. პროექტი ასევე გულისხმობს პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) ახალი მოდელის მიხედვით მუშაობას, ინგლისური ენის ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესების კუთხით, რომლის ფარგლებშიც, ინგლისური ენის პედაგოგებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და მოკლე პროფესიული სემინარები.
რესურსცენტრისა და ინგლისური ენის კლუბის (English Club) გახსნა განხორციელდება 20 იანვარს, ქალაქ გორში. ცერემონიას დაესწრება და პროექტის მონაწილეებს მიესალმებიან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში ზაზა ფურცელაძე, ასევე, ქალაქ გორის მერი ზურაბ ძირკველიშვილი.
ჩვენ გვჯერა, რომ რესურსცენტრი და ინგლისური ენის კლუბი მნიშვნელოვნად დაეხმარება პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლაში და რაც მთავარია, ისინი უკეთ შეძლებენ საკუთარი ქვეყნისა და კულტურის წარმოჩენას ინგლისური ენის საშუალებით, ” – აცხადებენ ბრიტანეთის საბჭოში.
®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები