ალბომის – „ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა” წარდგინება გაიმართა

 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ალბომის – „ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა“ წარდგინება.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავარცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორენოვან ალბომში თავმოყრილი და შეჯამებულია მხატვრის მთლიანი შემოქმედება. ტექსტის ავტორია კრიტიკოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი დავით ანდრიაძე. წიგნი განკუთვნილია მკვლევარებისთვის და მათთვის, ვინც თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნებითაა დაინტერესებული.
ღონისძიებას უძღვებოდნენ: კულტურის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი და პროექტის ავტორები – დავით ანდრიაძე და ქეთევან კორძახია.
„ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა“ მხატვრის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. 2016 წლის აგვისტოში უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან 110 წელი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები