თეირანში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა (ფოტო)  

თეირანში 17-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა, თავდაპირველად, ინფორმაცია 38 დაშავებულის შესახებ გავრცელდა. 20-დან 25-მდე მეხანძრე ნანგრევებშია მოყოლილი და მათი ბედის შესახებ არაფერია ცნობილი.  ამის თაობაზე „ბი ბი სი“ იუწყება.
ტელეკომპანია “Press TV”-ს ინფორმაციით, შენობის ჩამონგრევას მსხვერპლიც მოჰყვა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ამჟამად შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
შენობა Plasco-ს დღეს დილით ხანძარი გაუჩნდა. მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა ვერ მოახერხეს. თავდაპირველად, 17-სართულიანი სახლის ჩრდილოეთ კედელი ჩამოინგრა და მას მთელი შენობა მიჰყვა.
17-სართულიანი კორპუსი 1962 წელს იყო აშენებული და ის ბოლო დრომდე თეირანის ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა.

01
22

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები