ილია მეორემ დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა: ეს წყალი ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს სახლში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ეს წყალი ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს.
„ყოველ ოჯახს, ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს სახლში, ეს არის უდიდესი სიწმინდე. თქვენ უნდა ასხუროთ თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი ღვთისა მუდამ იქნება თქვენთან“, – ბრძანა უწმინდესმა.
ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღე – ნათლისღება მიულოცა.
„სულიწმინდა სახითა მტრედისათა მოევლინა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფლის წყალობა იცავს საქართველოს, ვმადლობთ უფალს, იმ დიდი წყალობისათვის, რომელსაც გვაძლევს უფალი. დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები