„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მონაწილეებს ხვალ მიხეილ სააკაშვილი მიმართავს

”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს, ხვალ, 20 იანვარს, მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ყრილობას 7 ათასი დელეგატი დაესწრება.
”ყრილობაზე იქნება ჩვენი 7 ათასი დელეგატი თბილისიდან და რეგიონებიდან. დელეგატების გარდა, იქნებიან უცხოელი სტუმრები და ჩვენი მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური გამოსვლები, ასევე, მიხეილ სააკაშვილის ჩართვა. დღის წესრიგით, ასევე, გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პოლიტსაბჭოსა და მისი თანათავმჯდომარეების არჩევა, ასევე, სხვა ტექნიკური საკითხები, მათ შორის, სარევიზიო კომისიის დამტკიცება, რაც პარტიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები