პარლამენტის წევრებმა პალიატიურ პაციენტებს ნათლისღება მიულოცეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ წმინდა მამა გაბრიელის სახელობის პალიატიური ჰოსპისის ბენეფიციარებს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.
„დღეს საქართველოში ნათლისღების დღესასწაულს აღვნიშნავთ და ტრადიციულად, გვსურს, ეს დღე ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებით დაუცველ ნაწილს მივულოცოთ. კრწანისის რაიონში მდებარე პალიატიური ჰოსპისი კარგი მაგალითია საჯარო და კერძო თანამშრომლობისა, თუ როგორ შეიძლება, განსაკუთრებით მძიმე დაავადებულების და ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებს მიეწოდოს როგორც სერვისი, ასევე მზრუნველობა. კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ ბექა ოდიშარიასთან ერთად, ვეცდებით, ყურადღება მივაქციოთ და სისტემატურად დავეხმაროთ აღნიშნულ ჰოსპისს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
პარლამენტის წევრმა, ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა ჰოსპისის პერსონალს მათ საქმიანობის გამო და აღნიშნა, რომ როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბენეფიციარების მზრუნველობაზე პასუხისმგებლობა აიღო.
სხვადასხვა დაავადების მქონე პალიატიური მკურნალობის საჭიროების მქონე 40-მდე პაციენტი ჰოსპისის პერსონალის მიერ ინტენსიური მზრუნველობისა და მკურნალობის კურსს გადის, რომლის დაფინანსებაც როგორც კერძო შემოწირულობებით, ასევე თბილისის მერიის დახმარებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები