„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტში რომან გოცირიძე იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფრაქცია 6 დეპუტატით დაკომპლექტდება. მათ შორის არიან: რომან გოცირიძე, ნიკა მელია, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და აზერ სულეიმანოვი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტში რომან გოცირიძე იქნება. დღეს პარტია პარლამენტში ფრაქციის სიასაც წარადგენს, იმ მიზნით, რომ ორშაბათის ბიუროს სხდომაზე მოხდეს მისი დამტკიცება.
„შევიტანთ განაცხადს ფრაქციის შექმნის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობა“ შექმნის თავის ფრაქციას. ეს იქნება 6-კაციანი ფრაქცია, მისი თავმჯდომარე ვიქნები მე, მოადგილე იქნება ქალბატონი სალომე სამადაშვილი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ორშაბათს ბიუროზე მოესწრება უკვე ფრაქციის დარეგისტრირება და შევუდგებით მუშაობას,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები