ჩინეთიდან ლონდონში პირველი სატვირთო მატარებელი ჩავიდა

ჩინეთიდან ლონდონში პირველი სატვირთო მატარებელი ჩავიდა. მოგზაურობას 18 დღე დასჭირდა. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
მატარებელი ჩრდილოეთ ჩინეთიდან გავიდა, მან ყაზახეთი, რუსეთი, ბელორუსია, პოლონეთი და გერმანია გაიარა. შემადგენლობამ თითქმის 12 ათასი კილომეტრი დაფარა.
მატარებლით ჩინელებმა ლონდონში ძირითადად ტანსაცმელი და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელი ჩაიტანეს. ამ გზით ჩინეთი დიდ ბრიტანეთში მატარებლების გაშვებას კვირაში ერთხელ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები