სომხეთში დისლოცირებული რუსი სამხედროები წვრთნებს მართავენ

სომხეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსი სამხედროები დღეს მანევრებს მართავენ. სამხედრო წვრთნები მაღალმთიან რეგიონში, 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიმდინარეობს. მასში ათასამდე სამხედრო მონაწილეობს.
წვრთნების სცენარის მიხედვით, პირობითი მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიება უნდა მოხდეს. სამხედროები საცეცხლე, ტაქტიკურ და სამედიცინო მომზადებას გადიან.
ცნობისთვის, სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ გიუმრიში 102-ე რუსული სამხედრო ბაზაა დისლოცირებული. 2010 წელს სომხეთმა ბაზის შესახებ ხელშეკრულება 2044 წლამდე გააგრძელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები