გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის (Mariano Rajoy Brey) შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო. გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბრისას, ყურადღება ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს დაეთმო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, კარგი საფუძველი არსებობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოის საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო. საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში ესპანეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები