იყო შემთხვევა, როდესაც პორნოგრაფიულ მასალას მშობელი ქალიშვილის მონაწილეობით ამზადებდა, – რას ჰყვება შსს-ს დეტექტივ-გამომძიებელი

ბავშვთა პორნოგრაფია ინტერნეტსივრცეში ერთერთი ყველაზე ფართოდგავრცელებული დანაშაულია, რომლის წინააღმდეგ მსოფლიოს ყველა განვითარებულქვეყანაში იბრძვიან. საინტერესოა რა გამოცდილება და მიდგომები აქვთ ამ საკითხთანმიმართებაში საქართველოში. როგორ ცდილობენ ასეთი ტიპის დანაშაულის აღკვეთას, დარა ტიპის სასჯელია გათვალისწინებული იმ პირებისთვის, რომლებიც ამ პროცესში არიანჩართულნი. “კიბერ კვირასშეკითხვებს შსს აკრძალული შინაარსისა და პროგრამულიმასალების გავრცელებასთან ბრძოლის განყოფილების დეტექტივგამომძიებელმაგიორგი ჯაფარიძემ უპასუხა.

-არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ჩვენებაზე დასწრება, შეთავაზება, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება, ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილით ისჯება, რომელიც შესაძლოა გულისხმობდეს როგორც ჯარიმას, ისე გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას  სამ წლამდე ვადით.

download-24ყოფილა შემთხვევა, როდესაც ასეთი ტიპისმასალები უშუალოდ საქართველოდანგავრცელებულა? და თუ გავრცელებულა,რომელი რეგიონიდან? გაქვთ თუ არა რაიმესტატისტიკა?

– დიახ, საქართველოს ტერიტორიიდან არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების ფაქტებს უკვე ჰქონდათ ადგილი. შესაბამისად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებშიც. რაც შეეხება გაფრთხილებას, თუ დანაშაული უკვე მომხდარია და გამოვლენილი იქნება მისი ჩამდენი პირი, მის მიმართ დადგება კონკრეტული სამართლებრივი შედეგი.

რა მექანიზმებით ებრძვის ასეთი ტიპის მასალის გავრცელბას შინაგან საქმეთასამინისტრო და როგორ ისჯება მისი გამავრცელებელიტარდება თუ არა სოციალურიქსელის და სხვადასხვა საეჭვო ვებგვერდების მონიტორინგი?

– ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში აღსანიშნავია უცხოეთის პოლიციის ორგანოებთან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის ცენტრის – საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს როლი. ის აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან, როგორიც გახლავთ „NATIONAL CENTER FOR MISSING & EXPLOITED CHILDREN“. აღნიშნული ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1984 წლიდან ფუნქციონირებს და მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა არასრულწლოვანთა სექსუალური ხასიათის ექსპლუატაციის პრევენცია. მისი წარმომადგენლები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური ქსელიდან და ვებ-გვერდებიდან, მაგალითად, „Facebook“-დან და „Google“-დან მასობრივად ახდენენ ინფორმაციის მოძიებას ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ცალკეული შემთხვევების შესახებ. შემდეგ ამ ორგანიზაციის მესვეურები, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ფაქტების ამსახველ ინფორმაციას უგზავნიან ინტერპოლს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ მასალას აწვდის შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალ იმ კონკრეტულ საგამოძიებო დანაყოფს, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს მსგავსი ტიპის საქმეები. ჩვენს შემთხვევაში, მსგავსი ტიპის სისხლის სამართლის საქმეებს ცენტრალური  კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

რას გვეტყვით იმ პირებზე, ვინც უშუალოდ მონაწილეობენ ინტერნეტით ამ მასალისგავრცელებაში?

– რაც შეეხება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების გამავრცელებელ პირებს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა საეჭვო ვებ-გვერდის მონიტორინგი ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება, თუმცა პორნოგრაფიული შინაარსის მასალის აღმოჩენის შემთხვევაში, მასზე მყისიერი რეაგირება ხდება.

როგორ იქცევით თუ არასრულწლოვნის შესახებ ეროტიკული შინაარსის შემცველიმასალის გამავრცელებელი თავადაც არასრულწლოვანიაშეგიძლიათ გაიხსენოთ დამოგვიყვეთ რომელიმე  ასეთი შემთხვევის შესახებ?

– მოგეხსენებათ, რომ 2015 წლიდან საქართველოში მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, მანამდე მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან შედარებით, არასრულწლოვან ბრალდებულებთან მიმართებაში, მიდგომა გაცილებით ლოიალური გახადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ბავშვთა პორნოგრაფიის გამავრცელებელი თავად არასრულწლოვანი გახლავთ, მის მიმართ როგორც მიდგომა, ისე სასჯელის სახე და ზომა გაცილებით მსუბუქი გახლავთ. გასულ წელს ვიძიებდით სწორედ მსგავსი ტიპის საქმეს, სადაც არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელება სწორედ არასრულწლოვნების მიერ მოხდა, თუმცა აქვე მსურს აღვნიშნო, რომ მათი ასაკიდან გამომდინარე, ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს. აღნიშნული არასრულწლოვნების მიმართ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწნებული სასჯელის ფორმა – მოხდა მათი განრიდება.

236752-3x2-340x227თავად ბავშვების მშობლები თუ არიანჩართულნი მსგავს დანაშაულებრივქმედებებში?  გქონიათ ასეთი შემთხვევები?

– ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში მხოლოდ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც მშობელი თვითონ ამზადებდა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ მასალას, ხოლო შემდეგ მის რეალიზაციას ახდენდა. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ აღნიშნული ქალბატონი პორნოგრაფიული შინაარსის მასალას თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილის მონაწილეობით ამზადებდა, შესაბამისად, დანაშაულის და კონკრეტულად ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით, სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა.

ხშირია შემთხვევებიროდესაც ბოროტმოქმედები არასრულწლოვნებს ინტერნეტისმეშვეობით ეკონტაქტებიან და ასეთი ტიპის ფოტო/ვიდეო მასალის ყიდვას ან ნებისმიერიფორმით გადაბირებას ცდილობენ?

– საქართველოში მსგავსი ფაქტები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს საგამოძიებო პრაქტიკაში მსგავსი რამ არ ყოფილა, თუმცა, თუ თვალს გადავავლებთ უცხოეთის ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკას, მსგავსი ტიპის შემთხვევები იქ საკმაოდ ხშირია.

რა კონკრეტული მექანიზმი აქვს შსს პორნო მასალების გავრცელებისპრევენციისთვის?

– ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება მსგავსი ტიპის დანაშაულის შესახებ, რადგან, რაც უფრო მაღალი იქნება მოქალაქეების ცნობიერება კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებაში, მით უფრო გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც, მსგავსი ტიპის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად შეატყობინებს მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს. გარდა აღნიშნულისა, მსგავსი ტიპის დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლაც პრევენციის ერთგვარი მექანიზმია, რადგან თითოეული ფაქტის გამოვლენა გარკვეული ხასიათის განგაშის სიგნალია მათთვის, ვინც დაკავებულია პორნოგრაფიული შინაარსის მასალების გავრცელებით.

უცხოეთის გამოცდილებაზე რას გვეტყვითიქ როგორ ებრძვიან ბავშვთა პორნოგრაფიისგავრცელებას?

-თითოეული ქვეყნისათვის პრიორიტეტულია ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, შესაბამისად, მიდგომები ერთგვაროვანია. თუმცა, მათი ხასიათიდან გამომდინარე, განსხვავდება დანაშაულის ტიპები. მსგავსი ტიპის დანაშაულები საქართველოზე ადრე უფრო მაღალგანვითარებულ ქვეყნებში გამოვლინდა. ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლისთვის ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მათი გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას და ტრენინგებს. ინფორმაციის გაზიარება  მუდმივ რეჟიმში ხდება.

შესაძლებელია თუ არარომ თავად მოქალაქეებმა შეუწყონ ხელი სახელმწიფოს ამდანაშულთან ბრძოლაში. რა ბერკეტები აქვს მათ?

-კიდევ ერთელ აღვნიშნავ, რომ მოქალაქეების ჩართულობა მსგავსი ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის და მასთან ეფექტური ბრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ დროულ რეაგირებას და სამართადამცველებთან თანამშრომლობას.

internet-rivals-google-facebook-and-twitter-unite-in-child-porn-crackdown-136399710972603901-150810091024რას ფიქრობთ ინტერნეტსივრცისდაცულობასთან დაკავშირებით? არიანარასამთავრობო ორგანიზაციები დაექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომსოციალური სივრცის დაცვის მიზნით, უმჯობესი იქნება თუ ამ თუ შინაარსისშემცველი ფოტო/ვიდეო მასალაბავშვებისთვის მიუწვდომელი იქნება. თქვენრას ფიქრობთ? რამდენად მიზანშეწონილიამსგავსი მექანიზმის განხორციელება დაიგეგმება თუ არა?

ამ შემთხვევაში უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის, შეზღუდვების დაწესება. იგი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან და ზოგადად, არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის უფლებებს.
წყარო :cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები