აშშ-ში ერთ-ერთი ტელეშოუს ყოფილმა მონაწილემ ტრამპს სასამართლოში უჩივლა

ტელეპროექტ „მოსწავლის“ ყოფილმა მონაწილემ სამერ ზერვოსმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივლა და ის ცილისწამებაში დაადანაშაულა.
ზერვოსი აცხადებს, რომ ტრამპმა 2007 წელს ლოს-ანჯელესში, Beverly Hills-ის სასტუმროში სამსახურის თაობაზე გასაუბრებაზე მიიწვია, შეხვედრისას კი მას კოცნა დაუწყო და ინტიმური ურთიერთობა შესთავაზა.
ზერვოსმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ტრამპს „მატყუარა და ქალთმოძულე“ უწოდა და აღნიშნა, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა.
ის ამბობს, რომ ტრამპმა შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც სექსუალური ხასიათის ზეწოლის ფაქტები უარყო, რადგანაც ამით ქალი ფაქტების გაყალბებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები