ქართული ანიმაციური ფილმი „ლილე“ ბერლინის კინოფესტივალის პროგრამაშია

ქართველი რეჟისორის ანიმაციური ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის „ჯენერეიშენის“ სექციაში იქნება წარმოდგენილი. ეს არის ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციური ფილმი – „ლილე“. ანიმატორი მოკლემეტრაჟიან ფილმზე ოთხი წელი მუშაობდა. ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ბერლინალეს კინოფესტივალზე ერთდროულად 4 ქართული ფილმი წარდგება, ეროვნული კინოცენტრი კი კინოფესტივალზე, ტრადიციულად, საქართველოს სტენდით იქნება წარმოდგენილი…
გერმანიის დედაქალაქი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინომოვლენას 9 თებერვლიდან უმასპინძლებს.
67-ე ბერლინალეს საკონკურსო პროგრამა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავჯდომარე ჰოლანდიელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, პოლ ვერჰოვენი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები