ეგვიპტის სასამართლომ ერთ-ერთი ფეხბურთელი ტერორისტთა სიაში შეიყვანა
ეგვიპტის სასამართლომ ფეხბურთელი მუჰამედ აბუტრიკი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ფეხბურთელის ადვოკატის განცხადებით, სპორტსმენი, ორგანიზაცია „ძმები მუსლიმანების“ დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი. ეს ორგანიზაცია 2013 წელს ტერორისტულ დაჯგუფებად ცნეს.
აბუტრიკას ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გადახედვას აპირებენ. თავად ფეხბურთელი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი კომპანია ან საქმიანი პარტნიორები ისლამისტებს არ აფინანსებდნენ.