ირანის პრეზიდენტმა ბირთვული შეთანხმების გადახედვის შესაძლებლობა გამორიცხა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ დონალდ ტრამპის განცხადებას, თეირანთან „ბირთვული გარიგების“ შესაძლო გადახედვის შესახებ, არარეალური უწოდა. მისი თქმით, შეთანხმების გადახედვა, რომელიც ირანთან ექვსმა ქვეყანამ გააფორმა, შეუძლებელია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
რუჰანის თქმით, ტრამპის ეს განცხადება მხოლოდ „ლოზუნგების ნაერთია“.
„ბატონმა არჩეულმა პრეზიდენტმა ბირთვული გარიგებით უკმაყოფილება გამოხატა. მაგრამ ეს შეთანხმება ორ ქვეყანას შორის არ გაფორმებულა, მასში სხვა წევრებიც მონაწილეობდნენ, ასე რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის, კარგია შეთანხმება, თუ ცუდი.
იარანს, აშშ-ს და კიდევ ხუთ ქვეყანას შორის შეთანხმება 2015 წელის ივლისში იყო ხელმოწერილი. ხელშეკრულების მიხედვით, საერთაშორისო თანამეგობრობა ირანს სანქციებს ეტაპობრივად მოუხსნის თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები