საგანმანათლებლო პროგრამა: ,,ფრესკის ღიმილი – ლადო გუდიაშვილი” იწყება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი 20 იანვრიდან, ლადო გუდიაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენის – ,,ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა” ფარგლებში, მართავს საგანმანათლებლო პროგრამას: ,,ფრესკის ღიმილი – ლადო გუდიაშვილი”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ ლადო გუდიაშვილის მონუმენტური მხატვრობის ნიმუშებს; გაეცნობიან მხატვრის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, ფრესკისა და მოზაიკის შექმნის ტექნიკურ საშუალებებს; ჩაერთვებიან შემეცნებით აქტივობებში.
პროგრამა განკუთვნილია 8 – 12 წლის მოსწავლეებისათვის. ჩატარების დრო: 20 იანვარი – 14 თებერვალი, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 14:00 საათზე.
ჩატარების ადგილი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის 1. პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები