თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ცნობით, დიდუბის და საბურთალოს რაიონებში ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და ჯორჯ ბალანჩივაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის, კალანდაძის, ბერძნის, ორთაჭალის, წინანაურის და მელქაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები