ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 15 იანვარს მსჯავრდებული გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულ კ.ბ-ს, რომელიც რამდენჯერმე ნასამართლევია და მორიგ სასჯელს 2013 წლის აგვისტოდან იხდიდა, დაწესებულებაში შესვლისთანავე არაერთი სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა სხვადასხვა სახის დაავადებები და ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა.

“იგი არაერთხელ იქნა გადაყვანილი, როგორც სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში, ასევე, სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ კლინიკებში. დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი: ბიურგერის დაავადება, ქვემო კიდურების ქრ. არტერიული უკმარისობა, მარჯვენა ქვემო კიდურის კრიტიკული იშემია. ანგიოპლასტიკების შემდგომი პერიოდი, რეაქტიული ართრიტი, პოლინეიროპათია, ქრ. შეგუბებითი პროსტატიტი, საყლაპავის დიაფრაგმული თიაქარი, ქრ. გასტრო-დუოდენიტი, რეფლუქს ეზოფაგიტი, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ფილტვის ტუბერკულოზის გადატანის შემდგომი ნარჩენი მოვლენები, ფქოდი, ემოციურად არასტაბილური პერსონოლიოგიური აშლილობა, სხვადასხვა ნივთიერებების ერთდროლი მოხმარებით გამოწვეული ქცევითი აშლილობები. მსჯავრდებული ანამნეზში აღნიშნავდა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას”,- ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, მსჯავრდებულს რამდენჯერმე ჩატარებული აქვს ანტიტუბერკულოზური მკურნალობა; 2012 წელს – თიაქარკვეთა, თიაქარპლასტიკა. 25.02.13 წელს – კლინიკა “ავერსში” ორმხრივი კროსექტომია, ორმხრივი აღმავალი თრომბოფლებიტის გამო.

“24.01.13 წელს კლინიკური მედიცინის კვლევით ინსტიტუტში ჩატარებული აქვს მუცლის აორტისა და ქვედა კიდურების კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიულ რეჟიმში, დასკვნა: მუცლის აორტა და ორმხრივი თეძოს არტერიების დაკონტრასტირებული სანათური ისახება მთელს სიგრძეზე. ორმხრივ ბარძაყის არტერიები ისახება მთელ სიგძეზე. ორმხრივ წვივის არტერიების დაკონტრასტირებული სანათური ვიზუალიზდება პრაქტიკულად მთელს სიგრძეზე. მარჯვნივ წვივის არტერიის დისტალური სეგმენტის და ტერფის მედიალური არტერია არ ვიზუალიზდება.მსჯავრდებულს ამბულატორიულად გაკეთებული აქვს ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, კოაგულოგრამა, სისხლის გამოკვლევა რევმატოიდულ ფაქტორებზე, ნახველის ბაქტერიოსკოპიული კვლევა, ნახველის ბაქტერიული გამოკვლევა.28.03.14 წელს ექიმი ფტიზიატრის კონსულტაცია – ნახველის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა მგბ(-) უარყოფითი, ნახველის Genexpert გამოკვლევით მგბ უარყოფითი. ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით მგბ (+) (დათესვა) დადებითი. გაუკეთდა გულმკერდის რენდგენოლოგიური კვლევა. დიაგნოზი: მარცხენა ფილტვის კეროვანი ტუბერკულოზი ინფილტრაციის ფაზაში. პაციენტი ჩაერთო მკურნალობის DOTS პროგრამაში 17.04.14 წლიდან.

08.05.14 წლიდან გადაყვანილ იქნა N19 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მკურნალობდა 15.12.15 წლამდე. გაეწერა დეფინიციით “განკურნება”. 16.10.13 წელს გაკეთებული აქვს ლაპარატომია, გასტროტომია. 11.12.13 წლიდან 12.12.13 წლამდე გადაყვანილი იყო შ.პ.ს. „ავერსის“ კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა გამოკლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინის განსაზღვრა, ეკგ, ქვემო კიდურების არტერიების და ვენების დუპლექსსონოგრაფიული კვლევა და ოპერაციული მკურნალობა. 13.03.14 წლიდან 16.03.14 წლამდე ღუდუშაურის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გაუკეთდა ოპერაცია ლაპარატომია, გასტროტომია, ენტეროტომია. 28.03.14 წელს “ავერსის” კლინიკაში ჩაუტარდა ქვედა კიდურების დუპლექს სკანირება. დიაგნოზი: ქვემო კიდურების არტერიების ქრონიკული იშემია. 18.09.2015 წელს ღუდუშაურის კლინიკაში ჩაუტარდა ლაპაროტომია, გასტროტომია. 30.01.2016 – 08.02.2016 წლამდე იმყოფებოდა N18 სამკურნალო დაწესებულებაში;

29.01.2016 წელს მსჯავრდებულს ღუდუშაურის კლინიკაში ჩაუტარდა ლაპაროტომია. 4.02.2016 – ჩაუტარდა გულმკერდის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოტომოგრაფია; დაიგეგმა მაღალტენოლოგიური გამოკვლევა – გულმკერდის კტ კვლევა, რომელიც პაციენტს ჩაუტარდა 21.03.2016 წელს. დასკვნა: მეტატუბერკულოზური ცვლილებები; გულმკერდის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია ჩატარებული აქვს აგრეთვე – 09.04.2016 წელს, 18.05.2016 წელს.06.04.2016 წელს ჩაუტარდა ექიმ-ფტიზიატრის კონსულტაცია.07.05.2016 წელს ჩატარებული აქვს ქვემო კიდურების სისხლძარღვების დოპლერულტრასონოგარაფიული კვლევა. 19.05.2016 წელს ჩატარებული აქვს ანგიოლოგის კონსულტაცია. 07.05.2016 წელს გაკეთებული აქვს ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, სისხლის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა, 25.05.2016 წელს ჩაუტარდა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, დაესვა დოაგნოზი: სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი; განმეორებით ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა ჩატარებული აქვს 20.07.2016 წელს, მონაცემები დაფიქსირდა ნორმის ფარგლებში; 27.07.2016 წელს ჩატარებული აქვს ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია. 29.07.2016 წელს ჩატარებული აქვს რევმატოლოგის კონსულტაცია. დაესვა დიაგნოზი: რეაქტიული ართრიტი.

02.08.2016 წელს N18 სამკურნალო დაწესებულებაში ჩაუტარდა სპირომეტრია; დასკვნა: მძიმე მიმდინარეობის ფქოდი; 29.09.2016 წელს ჩაუტარდა პულმონოლოგის კონსულტაცია. დიაგნოზი: TB-ის გადატანის შემდგომი ნარჩენი მოვლენები. 09.09.2016 წლის პაციენტი გადაყვანილ იქნა „ავერსის“ კლინიკაში. მიეცა რეკომენდაცია ოპერაციულ მკურნალობაზე: წვივის არტერიების რეკანალიზაცია, ბალონური ანგიოპლასტიკა.13.10.2016 წელს – 17.10.2016 წლამდე პაციენტი იმყოფებოდა „ავერსის“ კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა – მარცხენამხრივი მუხლქვეშა უკანა ტიბიალური შუნტირება სისხლძარღვის პროთეზით; ჩაუტარდა სათანადო გამოკვლევები და მკურნალობა. კლინიკიდან გამოეწერა დანიშნულებით. 17.10.2016წ. გადაყვანილი იქნა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იმყოფებოდა 09.11.2016 წლამდე. უტარდებოდა ანგიოლოგის მიერ რეკომენდებული მკურნალობა; 09.11.2016 წელს პაციენტი დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულს დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში უტარდებოდა რეკომენდებული მკურნალობა მედიკამენტებით. 29.11.2016 წელს გადაყვანილი იყო ანგიოლოგთან საკონსულტაციოდ. გაუგრძელდა დანიშნული მკურნალობა.

“პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა ანგიოლოგის და ფსიქიატრის დანიშნულებით.14.01.2017 წელს კონსულტირებული იქნა დაწესებულების ექიმის მიერ.15.01.2017 წელს მსჯავრდებულს მორიგე ექიმის მიერ მიეწოდა დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტი. იმავე დღეს, საღამოს მსჯავრდებული შეუძლოდ გახდა, ექიმი საკანში გამოძახებულ იქნა 19:50 საათზე. ასევე, ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მიუხედავად ადგილზე გაწეული ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებისა, 20:50 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. დანიშნულია შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ბიოლოგიური სიკვდილის გამომწვევ ზუსტ მიზეზს დაადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები