კულტურის პალატა დონალდ ტრამპს საჩუქრად ქართულ ჩოხას გადასცემს

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, დონალდ ტრამპს ინაუგურაციის დღესთან დაკავშირებით საჩუქრად ქართულ ჩოხას გაუგზავნის. ამის შედსახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის პალატა ავრცელებს:
„2017 წლის, 20 იანვარს, გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია. საქართველოს კულტურის პალატამ ამ დღესთან დაკავშირებით, “სამოსის სახლთან” ერთად შექმნა ჩოხა, რომელსაც ინაუგურაციის შემდგომ, ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს საჩუქრად გადასცემს ნიშნად პატივისცემისა და მეგობრობის საწინდარისა.
საერთაშორისო ორგანიზაცია “დემოკრატიული მართვის განვითარების” პრეზიდენტი ბადრი ცერცვაძე და ამავე ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვლი ოფიციალურად მიწვეულნი არიან ინაუგურაციის ცერემონიალზე. საქართველოს კულტურის პალატა განსაკუთრებულ მადლობას უხდის “სამოსის სახლის” დირექტორს ეკატერინე ჯავახიშვილს“, – აღნიშნულია კულტურის პალატის ინფორმაციაში.

15966117_1338583206217080_5048532923564397563_n 16142231_1338583202883747_7720454723627981654_n

1484636441317399

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები